Робота для біженців з України
უნივერსალური დამხმარეების ჯგუფის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური დამხმარეების ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს- უნივერსალური დამხმარეების ჯგუფის ხელმძღვანელს (ბრიგადირი)

Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების წარმოების, მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge

იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას

რას გთავაზობთ:

Აანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი; ბონუსი 1000-2000 ლარი
სამუშაო განაკვეთი: სრული; 09:00-18:00 (1 სთ შესვენება)
სამუშაო ლოკაცია: ლილო, დავით კობახიძის 15
ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე;
ჯანმრთელობის დაზღვევა;

სამუშაოს აღწერა:

** უნივერსალური დამხმარეების ზედამხედველობა, შესასრულებელი სამუშაოების გადანაწილება და ხარისხის მონიტორინგი;
** წარმოების ხელმძღვანელთან ერთად გეგმების გაწერა და შესრულების უზრუნველყოფის მონიტორინგი;
** საწარმოში ადმინისტრაციულ პროცესებში ჩართულობა (HR ის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაციის შენახვის უზრუნვეყოფა)
** სახელოსნოში და ობიექტებში ფურცლოვანი პლასტმასისგან დამზადებული კონტეინერების და პროდუქტების წარმოების პროცესში ჩართულობა და პროცესის მონიტორინგი;
** მონაწილეობა ახალი ტიპის პროდუქციის შექმნაში;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** მნიშვნელოვანია რუსული და ქართული ენების გამართულად ცოდნა
** სასურველია გამოცდილება მსგავს ან მომიჯნავე სფერობში

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/Brigadier/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე