დასახელება:
კურიერი საკუთარი ავტომობილით
|
მომწოდებელი:
Delivo
|
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
"დელივო" არის ამანათების მიწოდების სტარტაპ კომპანია, რომელიც სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიების და ლოჯისტიკის სისტემის დანერგვის საშუალებით მომხმარებლებს სწრაფ და საიმედო ამანათების მიწოდების სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, სწრაფი და თანამედროვე მიტანის სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას.
"დელივო" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე (საკუთარი ავტომობილით) ზესტაფონში.
ძირითადი მოვალეობები:
** საკუთარი ავტომობილის ქონა;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისთვის მიწოდება;
** ავტომობილის მდგომარეობის კონტროლი;
** მოძრაობის წესების და უსაფრთხოების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
** ქალაქის ქუჩების ცოდნა;
** მოძრაობის წესების ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;;
** გუნდური მუშაობის უნარი;
კომპანია გთავაზობთ:
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00/ შაბათი 10:00-14:00;
** ანაზღაურება: 1000 ლ (ფიქსირებული);
** საწვავის ანაზღაურება;
** ულიმიტო სასაუბროს და ინტერნეტს;
** ჯანმრთელობის დაზღვევა გამოსაცდელი ვადის შემდეგ;
დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ან საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 2025 წლის 20 იანვრისა.
"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ
წარმატებებს.
"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ
შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური
მონაცემები "დელივოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი
ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს
მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და
დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ,
მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ
თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|