Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=604394&print=yes&view=jobs
 
მიმტანი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: დიალოგ კოხტა აპარტს
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი "სასტუმროების პროექტების მართვის" კომპანია, რომელიც აერთიანებს მიმდინარე პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს "დიალოგ კოხტა აპარტს"-ს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი

საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის საცხოვრებელსა და ტრანსპორტირებას.

მიმტანის ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრებისაგან შეკვეთის მიღება და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** რესტორნის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა;
** რესტორნის საოპერაციო სისტემაში საკვებისა და სასმლის ხარჯების, ჩეკების, დარიცხვის ასახვა; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში, სერვის მენეჯერის ინფორმირება;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით, მაღალი კმაყოფილების უზრუნველყოფა;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე, ენერგიული;
** სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სარესტორნო საოპერაციო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროფესიული სერტიფიკატი კვებისა და სასმელების სფეროში ან/და მომსახურების პროფილით ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე
** კვებით უზრუნველყოფას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მიმტანი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია