დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
Book Cafe
|
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
კაფეთა ქსელი Book Cafe "ბიბლუსი ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა 2014 წლიდან.
Book Café-ს მენიუ გამოირჩევა იტალიური და აზიური გასტრონომიული კულტურის იდეალური სინთეზით, რომელზეც მუშაობენ უმაღლესი სტანდარტების კერძების განახლებაზე ორიენტირებული შეფმზარეულები. კაფის ინტერიერი მყუდრო, აკადემიური და დახვეწილი სტილით გამოირჩევა, რაც ქმნის კომფორტულ და გემოვნებიან სივრცეს მომხმარებლისთვის.
Book Café-ში ხშირად იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, როგორიცაა: ღვინის დეგუსტაცია, საქველმოქმედო პროექტები, კითხვის საათი, შეხვედრები მწერლებთან და კულტურის წარმომადგენლებთან და სხვა.
"Book Café" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მემედ აბაშძის 52.
გრაფიკი: სრული, ორი ცვლა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მომსახურება;
** მენიუს შეთავაზება;
** კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
აუცილებელი უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სწავლებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მეგობრულ გუნდს;
** ფასდაკლების კორპორაციულ ბარათს;
** კვებას.
საინტერესოდ ჟღერს? მაშინ რას ელოდები შემოუერთდით ჩვენს გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@piatto.ge.
გთხოვთ, Subject ველში მიუთითოთ პოზიციის სათაური (მიმტანი) და ქალაქი (ბათუმი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|