Робота для біженців з України
სტაჟირება - უნივერსალური მოლარე-ოპერატორი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის სტაჟირების პროგრამაზე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით ქ. თელავში) ქ. თბილისში;

სტაჟირების ფარგლებში კანდიდატი დაეუფლება ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას და შეისწავლის:

** ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასებას;
** ოქროთი უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების გაფორმებას;
** ფულის ნიშნებსა და ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოებას;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოებას;
** საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაციას;
** სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას;
** სალაროს ფულადი სახსრების მართვასა და კონტროლს;
** ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურებს;
** მომხმარებლის ხარისხიან, სწრაფი და კვალიფიციურ მომსახურებას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სალაროში მუშაობის გამოცდილება (ბანკი, მაღაზია) ჩაითვლება უპირატესობად;

სხვა მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** სტაჟირების ვადა: - 1 თვიდან 2 თვემდე.

შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სტაჟირება - უნივერსალური მოლარე-ოპერატორი -თელავი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე