დასახელება:
კონტაქტ ცენტრის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სვის კაპიტალი
|
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსულ ზარებზე დროული და ადეკვატური რეაგირება: არსებული და პოტენციური კლიენტების შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა; პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა; საჭიროების შემთხვევაში ზარის გადამისამართება;
** კონტაქტ ცენტრის შეუფერხებლად/გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი ტიპის პრობლემის შესახებ უფროსის ოპერატიულად ინფორმირება.
** შემოსულ ტექსტურ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** სხვა საინფორმაციო მომსახურება, რომელიც სამუშაო პროცესთან არის დაკავშირებული;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** სისხარტე მუშაობაში;
** ორგანიზებულობა;
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი: მცოცავი გრაფიკი;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "კონტაქტ ცენტრის სპეციალისტი".
|
|
|
|