Робота для біженців з України
იაპონური ენის ონლაინ კურსის ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იაპონური ენის ონლაინ კურსის ტრენერი
მომწოდებელი: ბიემსისი ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
"ბიემსისი ცენტრი" განათლების ციფრული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ყველაზე მოთხოვნად კურსებს. მომხმარებელს სთავაზობს მეგობრულ გარემოსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს. https://shorturl.at/SmqEG

"ბიემსისი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას იაპონური ენის Online კურსის ტრენერის პოზიციაზე.

ტრენერის ძირითადი მოვალეობები:

** სასწავლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
** სილაბუსისა და შეფასების სისტემის შექმნა და განვითარება;
** ცენტრის ადმინისტრაციასთან და მსმენელებთან მუდმივი კავშირი სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით;
** თანამედროვე სასწავლო კურსების მონიტორინგი, სიახლეების დანერგვა და მორგება არსებული სასწავლო ჯგუფებზე;
** ონლაინ შეხვედრებთან ერთად, პრაქტიკული დღეების ორგანიზება და ჩატარება;
** მუდმივი სწრაფვა სასწავლო კურსის დახვეწისა და პროფესიული განვითარებისკენ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იაპონური ენის განხრით;
** საოფისე პროგრამებისა და ონლაინ საკომუნიკაციო არხების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიის მართვის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალების გუნდთან თანამშრომლობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: დისტანციური.
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი.
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს და დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: jobsbmcc@gmail.com.

წერილის სათაურში მიუთითეთ "იაპონური ენის ტრენერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე