დასახელება:
პროექტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბს/2 ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ პროექტების მენეჯერს.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
** კლიენტთა საჭიროებების ანალიზი/შეფასება, გადაწყვეტილებების ძიება;
** კომუნიკაცია კლიენტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
** პროექტის მასშტაბის განსაზღვრა და ცვლილებების მართვა;
** პროექტის რესურსებისა და ბიუჯეტის კოორდინაცია და კონტროლი;
** გუნდური მუშაობის ორგანიზება, კომუნიკაციის უზრუნველყოფა და დავალებების დროული შესრულების ზედამხედველობა;
** პროექტის დოკუმენტაციის ორგანიზება და რეპორტინგი;
** პროექტის მიმდინარეობის კონტროლი შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** IT პროექტების მართვის გამოცდილება;
** სავალდებულოა სერთიფიკატი პროექტ მენეჯერის;
** IT დეველოპერული გუნდის მართვის გამოცდილება;
** Java ან .NET კლიენტ-სერვერის აპლიკაციის შემუშავების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2/C1.
** სპეციფიკაციების შექმნის გამოცდილება;
სასურველია იცოდეთ:
** Jira-სთან ან მსგავს პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** გამოცდილება მხარდაჭერის მსგავს პან/და პროცესთან მუშაობის;
** ზოგადი წარმოდგენა UI/UX-ს შესახებ.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
** Fitpass ბარათს.
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
ანაზღაურება: 4500 - 5000 ლარი (NET)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პროექტების მენეჯერი.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|