დასახელება:
წარმოების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ქორუგატორი
|
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
კომპანია "ქორუგატორი" დაარსდა 2015 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე გოფრირებული მუყაოს მწარმოებელ კომპანიას. ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტებულია სფეროში მოწინავე კვალიფიცირებული თანამშრომლებით, რომელთა ღირებულებები მკაფიოდ არის თანხვედრაში ხარისხიან სერვისთან. ამჟამად კომპანია თანამშრომლობს 100+ პარტნიორ კომპანიასთან და ეს რიცხვი წლიდან წლამდე უმჯობესდება.
კომპანია "ქორუგატორი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წარმოების ოპერატორი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში მიღებული იმპორტული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა კატეგორიების, შტრიხკოდის, რაოდენობის, ფასის მიხედვით
** პროგრამის დახმარებით ნედლეულის მზა პროდუქციად გარდაქმნა
** გარდაქმნილი პროდუქციის ნაშთებისა და მარაგების შემოწმება/კონტროლი
** მჭიდრო კომუნიკაცია ფინანსურ დეპარტამენტთან და მონაცემების მიწოდება
** მჭიდრო კომუნიკაცია წარმოების მენეჯერთან-საჭიროების მიხედვით სისტემიდან რეპორტების მიწოდება და მათი ანალიზი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულო საშუალო განათლება
** პროგრამა ბალანსში (1C) მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Ms Word, Ms Excel) ცოდნა.
** მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
სამუშაო ადგილი: ორხევი, თბილისი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი (შაბათი-არასრული დღე)
ანაზღაურება: 1700 ლარი
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: C.corrugator@gmail.com და დანიშნულებაში `Subject` მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
წარმატებებს გისურვებთ!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს. "ქორუგატორის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|