დასახელება:
პილატეს რეფორმერის პერსონალური ინსტრუქტორი
|
მომწოდებელი:
ოსტეოპათიური ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
"ოსტეოპათიური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პილატეს რეფორმერის პერსონალური ინსტრუქტორის პოზიციაზე.
ოსტეოპათიური ცენტრი თბილისში 2015 წელს დაფუძნდა, რის შემდეგაც იგი ათასობით ადამიანს დაეხმარა სხვადასხვა დაავადებისა და დისფუნქციის დაძლევაში. ჩვენი მიდგომა აერთიანებს ოსტეოპათიას, სამკურნალო მასაჟსა და რეაბილიტაციას, რომელთაგან თითოეული უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პილატეს რეფორმერის ინსტრუქტორის პოზიციაზე
** Polestar Pilates ინსტრუქტორის სერტიფიკატის ფლობა
ორგანიზებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
პაციენტებთან გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების მიღება და გაცნობა;
** მომხმარებლების დიაგნოსტირება/სქრინინგის ჩატარება
** სქრინინგის შემდგომ, კონკრეტულ მომხმარებელზე მორგებული სავარჯიშო გეგმის შედგენა
** მომხმარებლისთვის ვარჯიშების ჩატარება შესაბამისი გეგმის მიხედვით
** შედეგებისა და პროგრესის პერიოდული მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, სავარჯიშო გეგმაში ცვლილებების შეტანა
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა (პრობლემის არსებობის შემთხვევაში);
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: s.kvaratskhelia@osteo.ge
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|