Робота для біженців з України
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: კომუნალ ჰოსფითალითი
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.

"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება და კალკულაციის შესაბამისად მომზადება;
** სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა;
** მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა დაინტერესებული სტუმრებისთვის;
** ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
** ობიექტზე არსებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დაცვა;
** მარაგების კონტროლი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** ბარში მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

პირობები:

** გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
** სამუშაო ადგილი: თბილისი

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას:

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@communalcompany.com.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე