დასახელება:
უმცროსი საოპერაციო სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
მადარტი
|
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საოპერაციო სპეციალისტის პოზიციაზე!
შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა #133
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი, კვირაში 5 დღე; სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 1200-1400 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის ჭრილში მიმდინარე ფასდაკლებისა და დღის შეთავაზებების პროგრამული უზრუნველყოფა;
** გაყიდვებისა და წარმოების პროცესების ანალიზი;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტის მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;
** კომუნიკაცია სხვადასხვა განყოფილებასთან;
** სხვადასხვა ტიპის შიდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
** მიტანის სერვისთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი და მონიტორინგი
ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** ტესტირება Excel-ში;
** გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge
CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|