Робота для біженців з України
რისკების ანალიზის, კონტროლის და მეთოდოლოგიის ჯგუფის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რისკების ანალიზის, კონტროლის და მეთოდოლოგიის ჯგუფის ოფიცერი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას საერთო რისკების ანალიზის, კონტროლის და მეთოდოლოგიის ჯგუფის ოფიცრის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო, საბაზრო, ლიკვიდობის რისკების ეფექტური მართვისთვის საჭირო მონაცემთა ბაზების შექმნა/მათი განახლების უზრუნველყოფა;
** რისკის მართვაში (ასევე შიდა და გარე რეპორტინგში) გამოყენებული ბანკის შიდა მონაცემთა ბაზების მონიტორინგი, მათი სისწორის რეგულარული შემოწმება;
** სქორინგ სისტემების დანერგვა და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანერგილი რისკის შეფასების მოდელების, მათ შორის სქორინგ სისტემების გატესტვა განვლილ პერიოდზე (ე.წ. ბექტესტინგი), მათში შესატან ცვლილებებზე რეკომენდაციების მომზადება;
** სესხების შესაძლო დანაკარგების ადეკვატური რეზერვების შექმნა IFRS9 შესაბამისად;
** IFRS9 მიხედვით სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების დათვლისთვის საჭირო მოდელების გამართვა, რისკ პარამეტრების პერიოდული ბექტესტინგი და საჭიროების შემთხვევაში მოდელების განახლება;
** ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების (ICAAP) რეგულარული ანგარიშგების წარმოება;
** ბანკის ლიკვიდობის ადეკვატურობის შიდა შეფასების (ILAAP) რეგულარული ანგარიშგების წარმოება;
** რისკის პოზიციებზე დაწესებული ლიმიტების პერიოდული მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
** სექტორების მიხედვით მაკროეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და სექტორის მოკლე ანგარიშების მომზადება შიდა კონტროლის სისტემებისათვის;
** რეგულარული ანგარიშების მომზადება: საკრედიტო ანგარიშები, ინფორმაცია მთლიანი პორტფელის რისკის პროფილის შესახებ, სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ანგარიში (IFRS სტანდარტით), ბანკის მენეჯმენტისათვის რეგულარული რისკების ანგარიშის მომზადება როგორც ბანკის ასევე საბანკო სექტორის ჭრილში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მუშაობის;
** გამოცდილება საფინანსო სფეროში (ბანკი, დაზღვევა, მიკროსაფინანსო) ანალიტიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება ფინანსების, ბიზნესის, მათემატიკის ან სხვა შესაბამისი მიმართულების;
** სტატისტიკური ანალიზის კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 3 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე