USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს "PH International საქართველო", აცხადებს საგრანტო კონკურსს კერძო სექტორისთვის.
საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს კერძო სექტორის მიერ ისეთი პროექტების განხორციელებას / ისეთი პროდუქტების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების გაუმჯობესებას. განმცხადებლებს, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, შეუძლიათ წარმოადგინონ მათ საქმიანობაზე მორგებული პროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, პასუხობს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზნებს, ხოლო, მეორე მხრივ, თანხვედრაშია განმცხადებლის ბიზნეს ინტერესებთან ან კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან. ერთეული გრანტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50, 000 აშშ დოლარს.
დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შეკითხვები გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: ge-grants@ph-int.org. ასევე, განმცხადებლებს საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით და მიიღონ საჭირო ინფორმაცია ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე. საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება პერიოდულად და მათზე დასწრებისათვის, აუცილებლად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია შემდეგი ბმულის მეშვეობით: Registration | APS 009. რეგისტრირებულ პირებს გაცნობებთ საინფორმაციო შეხვედრის თარიღს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ თანდართული დოკუმენტები.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუკი თანდართული დოკუმენტები არ გაიხსნება ტელეფონით, გთხოვთ, მათი გახსნა სცადოთ კომპიუტერით.
|