დასახელება:
საწყობის უმცროსი მენეჯერი, დისტრიბუტორი
|
მომწოდებელი:
კლინტექი
|
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
კომპანია "კლინტექი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უმცროსი მენეჯერისა და დისტრიბუტორის პოზიციაზე.
https://zoma.ge/
თუ თქვენ ხართ მოტივირებული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული და გსურთ დასაქმება პროფესიონალურ გარემოში, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ბათუმი, აეროპორტის მიმდებარე დასახლება
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: 1000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ტვირთის მიღება და აღწერა: პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი.
** საწყობში ოპერაციების მართვა: ავტომობილების დროული და სწორად დატვირთვა.
** დისტრიბუცია: პროდუქციის დროული მიწოდება კლიენტებთან, ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვით.
** მენეჯერის ფუნქციების შესრულება: უფროსი მენეჯერის შვებულების პერიოდში მისი მოვალეობების სრულყოფილად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია).
** ავტომობილის მართვის უნარ-ჩვევები (მართვის მოწმობა B კატეგორია).
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაბელურობა.
** გუნდში მუშაობის უნარი და ორგანიზებულობა.
გთხოვთ გამოაგზავნით თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: hr.zoma1@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "კლინტექ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს " კლინტექმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "კლინტექში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის 5 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე INFO@ZOMA.GE
|
|
|
|