Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ვიანი
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
"ვიანი" აცხადებს ქოლცენტრის ოპერატორის ვაკანსიას ბათუმში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მ. იაშვილის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი, აეროპორტის გზატკეცილი #64

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული ინფორმაციის სრულყოფილი ელექტრონული აღრიცხვა;
** თანამდებობრივი ინსტრუქციისა და სამუშაო გრაფიკის ზედმიწევნით დაცვა;
** სხვა და სხვა პროექტის ფარგლებში გამავალი ზარების წარმოება და ინფორმაციის, შეთავაზების ეფექტური მიწოდება
** შემოსულ ზარებზე დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია;
** მომხმარებლის შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა;
** შემოსული ზარის მიხედვით პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი დახმარების გაწევა მომხმარებლისთვის;
** შემოსული ზარების გადამისამართება;
** შემოსული ზარების ბაზაში ასახვა და რეპორტების წარმოება, მოთხოვნის შემთხვევაში;
** პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება.
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება / სტუდენტი
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოსმენილის ადვილად გააზრებისა და გაანალიზების უნარი;
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფი და ორგანიზებული;
** დეტალებისადმი ორიენტირებული;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარით;
** გუნდური;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 იანვარი, 2025 წელი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://vian.health/ka/career/?careerId=717

"ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე