დასახელება:
აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან ქარდი
|
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 06 იანვარი
|
სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტის (II ხაზი) პოზიციაზე.
სისტემური გაუმართაობის დროს ბანკისთვის, მერჩანტებისთვის და კომპანიის თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა, პროცესების დოკუმენტირება.
ძირითადი ფუნქციები:
** აპლიკაციის მომწოდებელ ვენდორებთან კომუნიკაცია;
** რეალური გარემოს სისტემების აპლიკაციების 24/7 მხარდაჭერა და მონიტორინგი;
** განყოფილების I დონის სპეციალისტების მხარდაჭერა;
** რეალური გარემოს აპლიკაციების მუშაობის ხარვეზების, გაუმართაობის, პრობლემების ანალიზი და აღმოფხვრა;
** ცვლილებების დანერგვაზე პასუხისმგებლობა;
** საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მხარდაჭერის, ქსელის, ბიზნეს ჯგუფებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობის ფარგლებში არსებულ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა;
** რეალური გარემოს PCI DSS მოთხოვნებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა;
** რეალური გარემოს სისტემების/შემადგენელი ნაწილების იდენტურობაზე პასუხისმგებლობა;
** კომპანიის პროდუქტების და ძირითადი ბიზნეს აპლიკაციების საფუძვლიანი ცოდნა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი, ბაკალავრი / მაგისტრი, სასურველია განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
** Oracle-ს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** PL/SQL-ის ცოდნა;
** Lynux ცოდნა საბაზისო დონეზე;
** კომუნიკაბელურობა;
** სხარტი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: gcjobs@gc.ge არაუგვიანეს 2025 წლის 6 იანვარს გთხოვთ, სათაურის ("Subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|