Робота для біженців з України
პერსონალური ექიმი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალური ექიმი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორაციულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ექიმის პოზიციაზე რუსთავში

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 14:00-18:00, შაბათი 10:00-14:00
სამუშაო ადგილი: რუსთავი

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის დიაგნოსტირება და მისი პირველადი კონსულტაცია;
** ჯანმრთელობის ისტორიის შექმნა, განახლება და ანალიზი;
** პაციენტის შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა და შესაბამისი მიმართვების გაცემა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე);
** საჭირო კვლევების, მკურნალობის ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი, დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (თერაპიის ან/და პედიატრიის მიმართულებით);
** საოჯახო მედიცინის ან/და შინაგანი მედიცინის სახელმწიფო სერტიფიკატი;
** მკურნალ ექიმად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

აუცილებელი უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

გაცნობებთ, რომ სს " სადაზღვევო კომპანია იმედი ელ" (ს/ნ: 204919008; მის. თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას N 9; ტელ.: +995322922222 ელ.ფოსტა: personaldataofficer@imedil.ge კანდიდატის პერსონალური მონაცემებს (მათ შორის, სამუშაო გამოცდილების, განათლების, პროფესიული აქტივობების/მიღწევების, კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას) ამუშავებს (შეგროვების, გადახედვის, გამოყენების, ანალიზის, გაზიარების, განხილვის, შენახვის და განადგურების ფორმით) შესაბამის ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

მონაცემები მუშავდება ვაკანტურ პოზიციაზე პირის დასაქმების (კონკურსის დასრულების) ვადით და შემდგომ ნადგურდება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც, მონაცემების მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გარანტირებული თქვენი ყველა უფლება დაცულია. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე, რაც გულისხმობს თანხმობის უკან გამოხმობის შესაძლებლობას, ყოველგვარი უარყოფითი შედეგების გარეშე. ამავდროულად, თანხმობის გამოხმობისას, შეწყდება მონაცემების დამუშავება, თქვენი განცხადების განხილვა, შესაბამისად გამოეთიშებით (სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით თქვენი მონაცემების შემდგომ დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ გააგრძელებთ კონკურსში მონაწილეობას) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში შესარჩევ კონკურს. თანხმობის გამოხმობის მიზნით დაგვიკავშირდით ზემოაღნიშნულ საკონტაქტო მონაცემებზე. მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე.

თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე ტექსტს და კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე