"ავტოდეპო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
საწყისი ანაზღაურება: 1800 ლარი (ხელზე ასაღები, 3-თვიანი გამოსაცდელი ვადა, რომელიც ჩვეულებრივ აგინაზღაურდებათ).
ზრდის გარანტირებული პერსპექტივა: ყოველი წლის თავზე თვიური ხელფასის 100 ლარით ზრდა.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დილის 9-დან საღამოს 6-მდე.
ფუნქციები:
** მომხმარებელთა მომსახურება
** საჭირო ავტონაწილის პროგრამულად დადგენა, საწყობში მოძიება და შეთავაზება/გაყიდვა
** ყოველდღიურად შემოსული პროდუქციისა, თუ იმპორტის დასაწყობება/პროდუქციის დალაგება
ვეძებთ გრძელვადიან, სანდო თანამშრომელს, რომელსაც ხელს შევუწყობთ ზრდაში და სტაჟთან ერთად გავზრდით პასუხისმგებლობასა და ანაზღაურებას.
მოთხოვნები: შრომისუნარიანობა, პასუხისმგებლობიანობა და ზრდის სურვილი.
გთხოვთ, რეზიუმესთან ერთად, მოგვწეროთ მინიმუმ ორ-აბზაციანი თავისუფალი ფორმის ესე თქვენს შესახებ ან ნებისმიერ თემაზე, რაც გსურთ რომ გაგვიზიაროთ და რეზიუმეს მშრალი ინფორმაციის გარდა, დაგვეხმარება უკეთ გაგიცნოთ.
რეზიუმე, ფოტოსურათი და ესე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: info@autodepot.ge სათაურის ველში მიუთითეთ: კონსულტანტი
|