დასახელება:
მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისსა და რეგიონულ ოფისებში.
"ირაო" მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებისთვის შექმნას პოზიტიური სამუშაო გარემო და კულტურა, სადაც თითოეული მათგანი დაფასებულია და აქვს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამას ადასტურებს საერთაშორისო The Great Place to Work® სერტიფიკატი, რომლის მოპოვებითაც ოფიციალურად მოგვენიჭა "საუკეთესო სამუშაო ადგილის" სტატუსი.
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: არასრული, კვირაში 32 სამუშაო საათი სამუშაო ცვლების შესაბამისად (თვეში 3-4-ჯერ ღამის ცვლა);
ანაზღაურება: 700 ლარი, 6 თვეში 800 ლარი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს, სწავლასთან შეთავსების შესაძლებლობას;
** დისტანციურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას (მუშაობის დაწყებიდან 3-4 თვეში);
** მზარდ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება - კლინიკებთან, დაზღვეულებთან და დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია;
** სადაზღვევო პროგრამაში მონაცემების ასახვა;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება.
ვაკანსიის მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია სრული ან არასრული უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით (ჯანდაცვა, ფარმაცია, სტომატოლოგია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: vacancy@irao.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
"ირაო" გისურვებთ წარმატებას!
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|