Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: BM Capital
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
"BM Capital" - აქტივების მმართველი კომპანიაა. კომპანია დღეს რამდენიმე ინოვაციური პროექტით, ავტომობილების გაქირავების და ტაქსების ბაზარზე ოპერირებს.

მათ შორის არის გაქირავებული ავტომობილების მართვის პროგრამა Taxio.ge და გამომუშავებული თანხის განაღდების პროგრამა paypro.ge . აქ თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

"BM Capital"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი N6
სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ. 10:00-დან 19:00-მდე.
ანაზღაურება: 1000 ლარიდან (ფიქსირებული + ბონუსები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში ახალი პარტნიორების მოსაზიდად შემომავალი და გამავალი ზარების წარმოება;
** მათთან სოციალური არხების მეშვეობით კომუნიკაცია და გამყიდველი პოსტების განთავსება;
** მათი სრულყოფილად ჩართვა სისტემაში;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
** მარკეტინგის გუნდთან ვიდეო-რილებში მონაწილეობა.

აუცილებელი უნარები:

** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** გამართულად მეტყველება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.

შემოუერთდი BM Capital-ის გუნდს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: taxio@bmcapital.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე