Робота для біженців з України
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: FireFlies
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი / ბოლო ვადა: 19 იანვარი
საკონსულტაციო კომპანია "FireFlies" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

Fireflies საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ორგანიზაციებს სთავაზობს დახმარებას ბიზნეს პროცესების აწყობაში, განვითარებასა და მართვაში. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: ორგანიზაციული განვითარება, სტრატეგიული ბრენდინგი, ორგანიზაციული სტრუქტურების დიზაინი და მარკეტინგი. ჩვენ თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა ითანამშრომლონ წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, როგორებიც არიან UN Global Compact Network, EBRD, USAID, GITA, RDA, Mercy Corps.

სამუშაო აღწერილობა:

** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და დამუშავება;
** საბუღალტრო პირველადი დოკუმენტების რეგისტრაცია საბუღალტრო პროგრამაში;
** ანგარიშ-ფაქტურების აღრიცხვა და დამუშავება;
** საოპერაციო ხარჯების კლასიფიკაცია და აღრიცხვა;
** საგადასახადო დეკლარაციებისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება და მომზადება;
** ფინანსურ ანგარიშგებაში მონაწილეობა;
** ბუღალტრის დახმარება ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების წარმოებაში.

პოზიციის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ბუღალტრულ აღრიცხვაში ან მიმდინარე სტუდენტი აღნიშნულ მიმართულებაზე
** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება საბუღალტრო სფეროში
** გამოცდილება საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის კუთხით
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზოგადი ცოდნა.

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაოს თანამედროვე კომპანიაში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** კარიერული ზრდის პერსპექტივებს

თუ თვლი რომ ეს სამუშაო შენთვისაა, გამოაგზავნე შენი რეზიუმე ჩვენთან: info@fireflies.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე
TOP.GE