დასახელება:
რეგისტრაცია პროექტისთვის - RIA-ს ახალგაზრდული ტრენინგ კურსი
|
მომწოდებელი:
Deloitte Consulting Overseas Project
|
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 17 იანვარი
|
ახალგაზრდული პროექტი: რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ტრენინგ კურსი
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა იწყებს უნიკალურ ტრენინგ კურსს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საჯარო პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების სფეროებით.
პროექტის შესახებ:
RIA შეუცვლელი ინსტრუმენტია ეფექტური და სამართლიანი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. RIA გვეხმარება დავადგინოთ, რა გავლენა ექნება ახალს კანონსა თუ რეგულაციას საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და გარემოზე. რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევითი მეთოდების გამოყენებით RIA აფასებს ინიცირებული კანონის დადებით და უარყოფით მხარეებს და გამოავლენს არსებული პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზებს.
პროექტის ფარგლებში გაიგებ თუ როგორ გამოიყენო ეს ინსტრუმენტი პრაქტიკულ სიტუაციებში. RIA-ს შესწავლით თქვენ იძენთ არა მხოლოდ მეთოდოლოგიურ ცოდნას, არამედ - უნარს, გავლენა მოახდინოთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც განსაზღვრავენ თქვენ მომავალს.
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია შერჩეულ მონაწილეებს შეასწავლოს RIA-ს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი. რეგულირების ზეგავლენის შეფასება:
** უზრუნველყოფს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას. RIA გვეხმარება ინიცირებული რეგულაციის პოტენციური ეფექტების შეფასებაში პოლიტიკის განხორციელებამდე.
** დაბალანსებულად ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა ინტერესებს. RIA ითვალისწინებს სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფის ინტერესებს და ეხმარება ჯგუფებს შორის სარგებლისა და ზარალის დაბალანსებაში.
** აძლიერებს გამჭვირვალობასა და ნდობას. ხარჯების, სარგებელისა და კომპრომისების შეფასებით, RIA ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებას მმართველობაში და ნერგავს საზოგადოების ნდობას მარეგულირებელ პროცესებში.
** წვლილი შეაქვს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. RIA ხელს უწყობს ისეთი რეგულაციების შექმნას, რომლებიც იცავს გარემოს, აძლიერებს ეკონომიკას და აუმჯობესებს ადამიანის სიცოცხლის ხარისხს.
RIA-ს სწავლა გაძლევს უნარს, მონაწილეობა მიიღო უკეთესი კანონების და პოლიტიკის შექმნაში. ეს უნარები გამოგადგება კარიერულ წინსვლაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
** საჯარო მმართველობა;
** საერთაშორისო ორგანიზაციები;
** ეკონომიკა და სოციალური განვითარება.
პროექტის მონაწილეები:
RIA განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, ვინც დაინტერესებულია საჯარო პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, პოლიტიკის მეცნიერების, სოციალური მეცნიერებისა და მსგავს პროფესიებში ცოდნის გაღრმავებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული: https://forms.office.com/e/PuKBUAth7u?origin=lprLink
მოკლე ინფორმაცია ორგანიზაციების შესახებ:
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 5-წლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. პროექტი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ბიზნეს ასოციაციებთან, რათა ხელი შეუწყოს კერძო და საჯარო სექტორების დიალოგს და უზრუნველყოს საქართველოს კერძო სექტორის ჩართულობა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
|
|
|
|