დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბიესი
|
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 19 იანვარი
|
შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის №134
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების შესაბამისად) + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შესწავლა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის შეთავაზება და გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება;
** კომპანიის მიერ დაგეგმილ პრომო აქციაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება/რეპორტინგი;
** მომხმარებლის მოზიდვა და გაყიდვების ამაღლება;
** პროდუქციის ასორტიმენტის სეგმენტირება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების პოზიციაზე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მასალების გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალური.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@bs.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|