Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი / ბოლო ვადა: 19 იანვარი
"SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების (ფილიალის) მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქ. ზესტაფონი /ავტოსერვისის ობიექტი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "SMOTORS"-ი დაარსდა 2001 წელს და ამ დროიდან წარმატებით ახორციელებს ავტო სათადარიგო ნაწილების იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე. მომხმარებელს სთავაზობს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ავტონაწილებს, ავტოსერვისსა და საცხებ-საპოხ მასალებს, გარდა ამისა, კომპანია "S MOTORS"-ი ახორციელებს ავტობუსების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, სპეციალური ტექნიკის, ავტომობილების, მოპედების რეალიზაციას საქართველოში.კომპანია "S MOTORS"-მა 2012 წელს დაიწყო თანამშრომლობა ისეთ ჩინურ წამყვან კომპანიებთან, როგორიცაა Dongfeng, XCMG, Chanway, Schacman, Eougem, Shaolin Bus. "S MOTORS"-ი მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციას და სერვისს.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"S Motors" - ხარისხი დეტალებშია!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების უზრუნველყოფა;
** სტრატეგიების დასახვა მომხმარებლის მოსაზიდად, რეალიზაციის გაზრდის უზრუნველსაყოფად.
** ასორტიმენტის მართვა და ნაშთების კონტროლი;
** გეგმის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების ინიცირება-დაგეგმვა- განხორციელება;
** პროდუქციის მიღება-გაცემა-განთავსების და გაყიდვის პროცესის უწყვეტობის მონიტორინგი
** ობიექტების პრობლემების თავმოყრა და სამსახურების მიხედვით სათაო ოფისის ინფორმირება;
** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულად გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ისევე როგორც გუნდის მართვის გამოცდილება.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი სახელფასო ანაზღაურებას.
** კორპორატიულ ნომერს სატელეფონო ლიმიტით.
** მზრდად კომპანიას დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "S motors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე