Робота для біженців з України
კარდიოლოგიურ კაბინეტში ექიმის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კარდიოლოგიურ კაბინეტში ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: კურაციო
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი / ბოლო ვადა: 19 იანვარი
სს "კურაციო" აცხადებს 2 ვაკანსიას კარდიოლოგიურ კაბინეტში ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.

ვაკანსია 1

მოვალეობები:

** ექიმის მითითებით, პაციენტის ელექტრონული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
** ექიმის დავალებით, მონაწილეობის მიღება ანამნეზის შეკრებაში და პაციენტის ფიზიკურ გასინჯვაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, უმაღლესი სამედიცინო განათლება ან რეზიდენტი
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი, პარასკევი 10:00 საათიდან 18:45 საათამდე შესვენებით.
** ანაზღაურება - 300 ლარი
** ლოკაცია: ოთარ ლორთქიფანიძის #31

ვაკანსია 2

მოვალეობები:

** ექიმის მითითებით, პაციენტის ელექტრონული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
** ექიმის დავალებით, მონაწილეობის მიღება ანამნეზის შეკრებაში და პაციენტის ფიზიკურ გასინჯვაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, უმაღლესი სამედიცინო განათლება ან რეზიდენტი
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ოთხშაბათი 12:00 საათიდან 20:00 საათამდე შესვენებით.
** ანაზღაურება - 140 ლარი
** ლოკაცია: ოთარ ლორთქიფანიძის #31

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@curatio.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას შინაარსში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კარდიოლოგიური კაბინეტის ასისტენტი).

გაცნობებთ, სს "კურაციო" ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს "კურაციოს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სს "კურაციოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@curatio.ge

წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ სს "კურაციოს" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე