დასახელება:
მონიტორინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
კლინტექი
|
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 19 იანვარი
|
კომპანია "კლინტექ" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სპეციალისტის თანამდებობაზე!
"კლინტექი" წარმოადგენს ბაზარზე დამკვიდრებულ და მუდმივად განვითარებად კომპანიას, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითა და მაღალი სტანდარტებით. კომპანიის ინფრასტრუქტურა მოიცავს წარმოებისა და საწყობის კომპლექსებს, რაც უზრუნველყოფს პროდუქტების ეფექტურ წარმოებასა და ლოგისტიკას. ჩვენ ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც ჩვენი ოპერაციების მონიტორინგით შეუწყობს ხელს კომპანიის განვითარებას.
მისამართი: რუსთავის გზატკეცილი 68ა
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 09:00-18:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** თანამშრომელთა წასვლა-მოსვლის დროის მონიტორინგი და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** მძღოლების ხაზში გასვლა-მოსვლის პროცესის კონტროლი;
** წარმოებისა და საწყობის სამუშაო პროცესებზე დაკვირვება და დარღვევების იდენტიფიცირება/რეპორტირება;
** GPS სისტემით ავტომობილების გადაადგილების მონიტორინგი;
** კომპანიის ავტომობილების ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი;
** საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვაზე დაკვირვება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მონიტორინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება - აუცილებელი პირობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური უნარები;
** ტექნიკური საკითხების ან მონაცემებთან მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr.zoma1@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მონიტორინგის სპეციალისტი".
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "კლინტექ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს " კლინტექმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "კლინტექში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის 5 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე INFO@ZOMA.GE
|
|
|
|