Робота для біженців з України
საწყობის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის კოორდინატორი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი / ბოლო ვადა: 19 იანვარი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 450 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" მარკეტინგის გუნდში ეძებს საწყობის კოორდინატორი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაწყობე ოპერაციების მართვა.
** ყოველდღიური დავალებების შესრულება.
** დაქვემდებარებულ თანამშრომლების ყოველდღიური დავალებების განსაზღვრა.
** საწყობში წესრიგის დაცვა.
** სასაწყობე ნაშთების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება.
** MS Office-ის ცოდნა საბაზისო დონეზე.
** 1C ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** კორპორატიულ ნომერს.
** ტრენინგებისა და კურსების დაფინანსებას საქმის საჭიროებიდან გამომდინარე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილოს დასახლება.

თუ ფიქრობთ, რომ ეს ვაკანსია სწორედ ისაა, რაშიც თქვენს თავს ხედავთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@magniti.ge და subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@magniti.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე