Робота для біженців з України
უწყვეტი განათლების დეპარტამენტის დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უწყვეტი განათლების დეპარტამენტის დირექტორი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი / ბოლო ვადა: 19 იანვარი
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას უწყვეტი განათლების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** დეპარტამენტის სტრატეგიის შემუშავება კომერციული და აკადემიური მიმართულებით, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
** ფინანსური გათვლების/კომერციული წინადადებების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან, განსახილველად და შემდგომში პრეზიდენტთან წარდგენა-დამტკიცების მიზნით;
** კორპორაციულ და სხვა მნიშვნელოვან კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შესაბამისი პროდუქტების შექმნა/შეთავაზება;
** უწყვეტი განათლების სასწავლო პროგრამებზე მიმდინარე და სამომავლო საჭიროებების იდენტიფიკაცია, პროგრამების შემუშავების უზრუნველყოფა, მათი შეთავაზება დაინტერესებულ პირებთან და შემდგომი განხორციელების უზრუნველყოფა;
** უწყვეტი განათლების სასწავლო პროგრამების განმახორციელებელი პირის (ების) მოძიება და მათთან კომუნიკაცია შემდგომში პროგრამების შემუშავების/დამკვეთ პირებთან ხარისხიანი მიწოდების მიზნით;
** პროგრამების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროებისამებრ, მათ გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო პროცესის კონტროლი, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის პერმანენტული აღრიცხვა/ანალიზი;
** ჩატარებულ ღონისძიებებთან, პროექტებთან დაკავშირებით კვარტალური ანგარიშის მომზადება, განხილვა და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან - ვიცე პრეზიდენტთან აკადემიურ და კვლევით მიმართულებებში;
** ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცედურებში მონაწილეობა და სამუშაო პროცესში ინტეგრირების უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მიმართულებით 2 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების: Word, Excel, Outlook-ის კარგი ცოდნა;
** სასურველია, აკადემიური გამოცდილების მქონე პირი (ტრენერად ან/და ლექტორად მუშაობის გამოცდილებით);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ანგარიშის მომზადების უნარი;
** მონაცემთა დამუშავების და ანალიზის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სამუშაოს სწორად განაწილების უნარი;
** გუნდურობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00 სთ ორშაბათი-პარასკევი;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 19 იანვარი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე