Робота для біженців з України
დებიტორულ-კრედიტორული ვალდებულებების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დებიტორულ-კრედიტორული ვალდებულებების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს კლინიკები
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ქსელის ერთ-ერთ ბიზნეს ერთეულში, დებიტორულ-კრედიტორული ვალდებულებების მართვის მენეჯერის ვაკანსიას თბილისში.

"საქართველოს კლინიკები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, კვირაში 5 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დებიტორული და კრედიტორული დავალიანების მართვა;
** დარიცხული თანხების დროულად მიღების უზრუნველყოფა;
** დებიტორებთან და კრედიტორებთან აქტიური, ყოველდღიური კომუნიკაცია;
** გადახდის გრაფიკების მართვა და საკრედიტო პირობების დაცვა;
** პროცედურების ოპტიმიზაცია ხარჯების შემცირებისა და დროის ეფექტური გამოყენებისთვის;
** ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშების მომზადება მიღებული თანხების შესახებ;
** აუდიტისთვის მონაცემების მომზადება;
** სერვისის და დავალიანების პოლიტიკის შეთანხმება;
** დებიტორის/კრედიტორის ჭრილში მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსები/ბუღალტერია და/ან ბიზნესის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წელი ფინანსურ განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება, დებიტორების მართვის სფეროში;
** პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა MS Excel და MS PowerPoint;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** მენეჯერული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

კომპეტენციები:

** პროექტების მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** წერისა და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზაციული მხარდაჭერის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლოს ვადაა: 02 იანვარი, 2024

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დებიტორულ-კრედიტორული ვალდებულებების მართვის მენეჯერი".

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე