Робота для біженців з України
ტენდერი საოფისე და სატრენინგო მასალების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი საოფისე და სატრენინგო მასალების შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 13 დეკემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 603077_annex_8647734.zip
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ტენდერს საოფისე და სატრენინგო მასალების შესყიდვაზე.

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, ჯვრის სათემო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში, საოფისე და სატრენინგო მასალების შესყიდვის მიზნით, იწვევს იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტი - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საგანმანათლებლო საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.

მომსახურების მიზანი:

პროექტის "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში, 2025 წლის განმავლობაში საჭირო საოფისე და სატრენინგო მასალების შეძენა.

სავალდებულო მოთხოვნები:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის (კომპანიის) ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ, საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით და უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
** შესავსები უწყისი - ხარჯთაღრიცხვა (შენიშვნა: ერთეულის ფასში უნდა იქნას გათვალისწინებული ტრანსპორტირების ხარჯები).

ფასის განაცხადი:

** მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე;
** დაინტერესებულ კომპანიებს შესასყიდი საქონლის ჩამონათვალის ამსახველი დოკუმენტის ჩამოტვირთა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.

თანხის გადახდის პირობები:

** მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (იგულისხმება ინვოისი, ანგარიშფაქტურა და მიღება-ჩაბარების აქტი) 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

მომსახურების გაწევის ვადები: 1 იანვარი, 2025 - 31 დეკემბერი 2025.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 22 დეკემბერი.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge

გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "საოფისე და სატრენინგო მასალის შესყიდვა".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე