დასახელება:
მორიგე ოტორინოლარინგოლოგი
|
მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
გამოქვეყნდა: 13 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 13 იანვარი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ოტორინოლარინგოლოგის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ, 16 ან 24 საათიანი მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამისი მიმართულებით;
** სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებებით;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** განყოფილების პაციენტების მართვა;
** სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** საერთაშორისო გაიდლაინებისა და შიდა პროტოკოლის ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
პიროვნული თვისებები:
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 13.01.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|