Робота для біженців з України
ოჯახის ექიმის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისის პოლიკლინიკები
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი კვირაში)

ძირითადი მოვალეობები:

** ოჯახის ექიმის დახმარება პაციენტის მიღების/მომსახურების გაწევის დროს;
** პაციენტის ვიზიტების დაგეგმვა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში ქსელის მასშტაბით;
** მომხმარებელთან კომუნიკაციისა და ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერის გაკეთება და მონაცემების შეყვანა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში;
** პაციენტისთვის დანიშნული კვლევების ჯავშნების განხორციელება;
** განმეორებითი კონსულტაციის დაგეგმვა პირველადი კონსულტაციის ფარგლებში;
** ოჯახის ექიმთან ერთად პაციენტის კვლევის შედეგების გაცნობა და მომზადება შემდგომი უკუკავშირისთვის;
** რიგის მართვის სისტემის გამოყენება;
** საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ჯანდაცვის სამედიცინო პორტალზე მუშაობა.
** ექიმის მიერ მითითებული დავალებების შესრულება;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** აუცილებელია სამედიცინო განათლება;
** სასურველია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** MS Office-ის პროგრამები მომხმარებლის დონეზე (Word; Excel);
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/ojaxis-eqimis-asistenti/706

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე