Робота для біженців з України
მონიტორინგისა და უსაფრთხოების ოფიცერი - სამტრედია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგისა და უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: დიპლომატ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. კომპანიას აქვს 50 წლიანი წარმატებული გამოცდილება FMCG სექტორში. ამ წარმატების მთავარი საფუძველია მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და პროფესიონალთა გუნდი.
დიპლომატ ჯორჯია ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიების - Procter & Gamble და Nestle - პროდუქტებს საქართველოში 2008 წლიდან.

"დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს მონიტორინგისა და უსაფრთხოების ოფიცრის ვაკანსიას ქ. სამტრედიაში.

ძირითადი მოვალეობები:

** დასავლეთ საქართველოს სადისტრიბუციო ქსელში არსებული დავალიანების კონტროლი;
** დაცვის სამსახურის ზედამხედველობა და კონტროლი;
** უსაფრთხოების სისტემების მონიტორინგი;
** პრობლემური კლიენტების შიდა და გარე დავალიანებების კონტროლი;
** დებიტორებისთვის შედგენილი გრაფიკის კონტროლი/საჭიროების შემთხვევაში ფულადი თანხების აღება;
** GPS მონიტორინგი;
** დაშვების სისტემის მონიტორინგი;
** ჩართულობა ბორტების ინვენტარიზაციის პროცესში;
** შიდა სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
** კომპანიისათვის პოტენციური საფრთხის შემცველ ორგანიზაციებზე ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;
** საჭიროების შემთხვევაში, მოვალის/კლიენტის შესწავლა, კლიენტების მხრიდან კომპანიისათვის საფრთხის შემცველი ქმედებების პრევენცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 31/12/2024-მდე

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე