Робота для біженців з України
გარე გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Georgia Destination Management
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს გარე გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით და თანამშრომლობს "გალფი"-სა და "დსთ"-ის ქვეყნებთან. GDM-ი ქალაქ თბილისსა და ბათუმში აერთიანებს 155 თანამშრომლისგან შემდგარ გუნდს.

ჩვენთან დასაქმებული ადამიანების მიერ გაწეული შრომისა და კომპეტენციის წყალობით, "ჯი დი ემ"-ი წარმოადგენს ბაზრის ლიდერ კომპანიას და მრავალი წელია, საქართველოში ჩამოსული ტურისტების, პირველ და რაც მთვარია, დაუვიწყარ შთაბეჭდილებაზე ზრუნავს.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
5 სამუშაო დღე, 2 - დასვენება. (დასვენების დღეები შეთანხმებადია და დამოკიდებულია ავიარეისებზე).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აეროპორტში ტურისტების დახვედრა-გაცილება;
** ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ტურისტების სასტუმროში განთავსება;
** საქართველოს შიდა ტურების შეთავაზება/გაყიდვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ტურიზმის სფეროში განვითარების შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება;

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@GDM.GE. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, "გარე გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე