Робота для біженців з України
ექთანი კარდიორეანიმაციის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი კარდიორეანიმაციის განყოფილებაში
მომწოდებელი: ჯერარსი
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
"ჯერარსის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე კარდიორეანიმაციის განყოფილებაში

ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა "ჯერარსი" (მუხიანის ქ. 2ა)
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობით
ანაზღაურება: გამომუშავებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** დაწესებულების მიერ შემუშავებული პროცედურების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო პროცედურების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მედდის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

ზოგადი უნარები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კარდიორეანიმაციის ექთანი"

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, ორი წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე