დასახელება:
რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
ევექსი
|
გამოქვეყნდა: 06 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 06 იანვარი
|
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/
შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!
ევექსი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმის პოლიკლინიკა
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკაში მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
** მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის სამედიცინო მომსახურებაზე დარეგისტრირება/გადამისამართება/ჩაწერა;
** მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად წარმართვა;
** ქსელში არსებულ აქციებზე/სერვისებზე მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
ჩვენთან შენ მიიღებ:
** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით შესაბამის ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/registratori---batumi/362
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|