Робота для біженців з України
ინტენსიური განყოფილების მორიგე ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტენსიური განყოფილების მორიგე ექთანი
მომწოდებელი: ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
"ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ინტენსიური განყოფილების მორიგე ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო დღეები: 4 დღეში ერთხელ
სამუშაო საათები (ხანგრძლივობა): 24 საათი

სამუშაოს აღწერა:

** პაციენტის საექთნო შეფასება კომპეტენციის ფარგლებში და საექთნო მოვლის დაგეგმვა;
** ნოზოკომიური ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** სამედიცინო ეთიკის დაცვით კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო პერსონალთან, პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მიღება-გაცემა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოება;
** მედიკამენტების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება;
** ერთჯერადი გამოყენების საგნების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება;
** ექიმის დანიშნულების სწორად შესრულების უზრუნველყოფა;
** სამკურნალო წამლების შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა;
** პაციენტის დაბრკოლების, ცდომილებისა და ნებისმიერი გართულების შესახებ ექიმებისა და უფროსი ექთნის ინფორმირება;
** ჰიგიენის, პირადი ჰიგიენის დაცვა;
** ნარკოტიკულ და სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების გამოყენების, სათანადო დოკუმენტაციის წარმოება და ხელმოწერით დაფიქსირება;
** პაციენტის მოვლასთან დაკავშირებული რისკების დროული შეფასება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ქმედების განხორციელება;
** შესრულებული სამუშაოს დადასტურება ხელმოწერით;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები უნარ-ჩვევებზე:

** პროფესიული განათლება (5-ე დონის დიპლომი);
** ანალოგიურ პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** მაღალი სამუშაო დისციპლინა;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** კარგი წერითი და ვერბალური უნარები;
** გარკვეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობის გრძნობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

** CV-ის განხილვა და კანდიდატების შერჩევა;
** შერჩეული კანდიდატების გასაუბრებაზე დაბარება.

რეზიუმეების მიღება იწარმოებს ელ-ფოსტის მეშვეობით tdemetrashvili@mmt.ge ან ტელეფონზე 577346591 თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე