Робота для біженців з України
მეხანძრე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეხანძრე
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
სსიპ - "საქართველოს ეროვნული მუზეუმი" აცხადებს კონკურსს სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეხანძრის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეასრულოს სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით უშუალო ხელმძღვანელის დავალებები და მოთხოვნები, მორიგეობის დროს უზრუნველყოს მუზეუმის შიდა და გარე პერიმეტრის შემოვლა და სახანძრო უსაფრთხოების კუთხით სათანადო კონტროლი;
** უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქციის მოთხოვნების შესრულება;
** დაიცვას სახანძრო, ტექნიკური და შრომის უსაფრთხოების ნორმები;
** განაახლოს ჟურნალში ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია;
** ხანძრის შემთხვევაში მოახდინოს სწრაფი რეაგირება ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი: დასაქმებული მუშაობს შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად 24 საათიანი მორიგეობებით 4 დღეში ერთხელ.
ანაზღაურება: 700 (შვიდასი) ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №3

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@museum.ge

საკონტაქტო ტელეფონი: 555 32 09 26
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე