დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ზღაპარი
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 04 იანვარი
|
კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 46 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით.
ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ფოთის ფილიალში: (კოსტავას 17)
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები: 09:00-17:00 კვირაში 6 დღე
** ანაზღაურება: 850 ₾
მოვალეობები:
** პროდუქციის დასაწყობება
** საწყობიდან პროდუქციის დარბაზში გამოტანა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ასაკი - 18 წლიდან (გთხოვთ გაითვალისწინეთ: კანონის თანახმად, კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში, 18-27 წლის ასაკის მამაკაცებისათვის, სავალდებულოა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის ან გათავისუფლების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა)
** სამუშაო გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე სასურველია
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სხარტი აზროვნების უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით https://zgapari.ge/career/
გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv1@zgapari.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა)
ან დაგვირეკოთ და ჩაეწეროთ გასაუბრებაზე 577 207 117 (სამუშაო საათებში 09:00-18:00)
გაცნობებთ, რომ შპს "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
|
|
|
|