Робота для біженців з України
კომერციული მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ლიტვური საცხობი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
"ლიტვური საცხობი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელი.

მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური
** აქტიური და დაკვირვებული
** კარგი ვერბალური კომუნიკაციის უნარის მქონე

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** შეკვეთების მომზადება/გაგზავნა;

სამუშაოს აღწერილობა:

სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 სამუშაო დღე. 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტაზე: litvuri@gmail.com. დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

დათქმა: მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა - შპს ლიტვური საცხობი +
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
5. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
6. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
7. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება;

შპს "ლიტვური საცხობი +" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე