შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას სწავლებისა და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
** კომპანიის სწავლებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ინსტრუმენტებისა და პროექტების დანერგვისა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** სწავლების მიმდინარე და მომავალი საჭიროებების იდენტიფიცირება მაღაზიებისა და ოფისის თანამშრომლებისათვის და მათი განხორციელების წინადადებების შემუშავება;.
** საბაზისო ტრენინგების/სემინარების/სესიების ჩატარება ახალი და არსებული თანამშრომლებისთვის;
** სწავლების ელექტრონული სისტემის დანერგვასა და განვითარებაში ჩართულობა;
** ახალი ელექტრონული კურსების შექმნის კოორდინირება შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით.
** სასწავლო პროგრამების ეფექტიანობის შეფასება;
** სწავლებასთან დაკავშირებული აქტივობების, მონაწილეობის მაჩვენებლების, შედეგების შესახებ რეპორტინგი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სწავლება-განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სასწავლო სისტემებთან (LMS) მუშაობის გამოცდილება;
** ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით);
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა კომპეტენციის ფარგლებში; საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით excel-ის ცოდნა; ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შესაბამისმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ 14 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: vacancy@icr.ge ელექტრონული წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება "სწავლებისა და განვითარების მენეჯერი".
"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია "შპს აი სი არ ტრეიდი" წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, რიფლეი, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე, ამჟამად ჰყავს 700-მდე თანამშრომელი და მართავს 60-მდე მაღაზიას, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში.
|