დასახელება:
გარე გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Experts for Solutions
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 04 იანვარი
|
EXPERTS FOR SOLUTIONS ინსპექტირების დამოუკიდებელი, საერთაშორისო სერტიფიცირების კომპანიაა. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. ამასთანავე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, როგორიცაა გეოდეზიური მომსახურება, პროექტირება, კონსტრუქტორის მომსახურება და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა.
EXPERTS FOR SOLUTIONS ასევე პოზიციონირებენ სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და ობიექტების უსაფრთხოება/ზედამხედველობის მიმართულებით. კომპანია ფლობს ISO სერთიფიკატს. შესაბამისად, EXPERTS FOR SOLUTIONS-ის ინსპექტირების შედეგებს აღიარებს საქართველოს კანონმდებლობა და ყველა ინსტანციის სასამართლო.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://www.efs.ge/ka
"EXPERTS FOR SOLUTIONS" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ბათუმი თელავი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული სერვისების გაყიდვა;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** მოლაპარაკებების წარმართვა პოტენციურ კლიენტებთან;
** პრეზენტაციის ჩატარება კომპანიებთან;
** ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
** მომხმარებელთა მონაცემების ბაზის შექმნა და მართვა;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
** უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა;
** აუცილებელია მსუბუქი ავტომობილის ყოლა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2025 წლის 04 იანვრის ჩათვლით.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "EXPERTS FOR SOLUTIONS" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს ""EXPERTS FOR SOLUTIONS" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|