დასახელება:
მტვირთავი
|
მომწოდებელი:
ლაქტალის ჯორჯია - სანტე
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
|
"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაოს დაწყებამდე საჭირო ინვენტარის მომზადება;
** სავსე ყუთების შეფუთვა, პალეტებზე დალაგება და პალეტების გადაადგილება შესაბამის ლოკაციებზე;
** საკუთარი სამუშაო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე;
** ოპერატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პირობები:
** გრაფიკი: სრული - წარმოების პროცესის შესაბამისად;
** ტრანსპორტირება საღამოს საათებში;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მტვირთავი".
კითხვების შემთხვევაში ან აპლიკაციის შესავსებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 591 12 83 61 ან 032 2 241 241.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2024 წლის 31 დეკემბერი.
გაცნობებთ, რომ "ლაქტალის ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
|
|
|
|