დასახელება:
IT სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ლაქტალის ჯორჯია - სანტე
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული;
ძირითადი მოვალეობები:
** კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
** კომპანიის ქსელისა და კომპიუტერების გამართული მუშაობის ტექნიკური მხარდაჭერა და უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების კონფიგურაცია და მონტაჟი;
** ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქსელის საბაზისო პროტოკოლების და ტექნოლოგიების ცოდნა (TCP/IP, DHCP, DNS, NAT და ა.შ.).
** ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;
** MS Office პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
** სერტიფიკატების ფლობა შესაბამის IT სფეროებში ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;
** რუსული ენის ცოდნა (ვერბალური და წერითი კომუნიკაცია);
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ-პროფესიული დონეზე;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com. გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "IT სპეციალისტი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 22 დეკემბერი.
გაცნობებთ, რომ "ლაქტალის ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
|
|
|
|