დასახელება:
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
ლაქტალის ჯორჯია - სანტე
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
|
"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.;
განაკვეთი: სრული;
ძირითადი მოვალეობები:
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა და მისი მონიტორინგი;
** ყოველთვიური/ყოველკვირეული რეპორტებისთვის ინფორმაციის დამუშავება;
** ახალი პროექტების ჭრილში, ფინანსური მოდელირების შედგენა;
** ფინანსური პროგნოზების მომზადებაში ასისტირება;
** თვის დახურვის პროცედურებში ასისტირება/ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სპეციალობაში);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ენების ცოდნა - ინგლისური (Full Professional Proficiency), რუსული (Limited Working Proficiency);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მიზანდასახულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის სწორი მართვა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 დეკემბერი
გაცნობებთ, რომ "ლაქტალის ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
|
|
|
|