დასახელება:
სერვისის აღრიცხვის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 04 იანვარი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში სერვისის აღრიცხვის ოპერატორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** სერვის ცენტრში შემოსული მომხმარებლების დახვედრა და პირველადი საჭიროების დადგენა;
** სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და არსებული პრობლემის განსაზღვრა;
** შესაბამისი დეფექტაციის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** შესაბამის პროგრამაში სატრანსპორტო საშუალების დარეგისტრირება და ფასების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** სატრანსპორტო საშუალებისთვის საჭირო ნაწილის კატალოგში მოძიება, ნაწილის ადგილობრივი შესყიდვის შემთხვევაში კი შესაბამის დეპარტამენტთან დროული კომუნიკაციის დამყარება;
** მომხმარებლის უკუკავშირის შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება;
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** არგუმენტირებულად საუბრის უნარი;
** ორგანიზებულობა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ფლობ რომელიმე უცხო ენას;
** გაქვს სურვილი განვითარდე ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განცხადების სრული ტექსტის სანახავად, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=900
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|