Робота для біженців з України
სექტორის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სექტორის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში სექტორის მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** სერვის ცენტრში მომსახურების მისაღებად შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესის წარმართვა;
** შესაბამისი სტანდარტების მიხედვით სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩასატარებელი საჭირო სამუშაოების დაგეგმვა;
** შეთავაზებულ მომსახურებაზე, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის წარმართვა და მონიტორინგი;
** სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და პროგრამულად რეგისტრირება;
** რთული ან არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას მექანიკოსის კონსულტირება პროცესის ოპტიმალურად დაგეგმვის მიზნით;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის მომხმარებლისგან მიღებული შეფასებების განხილვა შემდგომი რეკომენდაციების გაცემის მიზნით;
** სექტორში მომუშავე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან ან განყოფილებასთან თანამშრომლობა პროცესის ხარისხიანად და დროულად წარმართვის მიზნით.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდის მართვის უნარი;
** პროცესის ეფექტიანად წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის სწორად განაწილების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** სასურველია, ავტოსფეროში სერვისის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ამავე ან მსგავს პოზიციაზე;
** რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=626

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე