Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: DL ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
DL ჰოლდინგი სამშენებლო/სარემონტო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების 5 კომპანიას აერთიანებს. ჰოლდინგი საქართველოში 10 წელზე მეტია ოპერირებს, გამოირჩევა ნოვატორული პროექტებით და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე.

ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ძირითადი საქმიანობაა:

** მცირე და მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლებისა და აგარაკების მშენებლობა;
** ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული ობიექტების სარემონტო სამუშაოები;
** არქიტექტურული მომსახურება - შენობა-ნაგებობების პროექტირება, პროექტის შეთანხმება;
** ინტერიერის დიზაინის მომსახურება;
** შრომის უსაფრთხოების მომსახურება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://decoline.ge/

"დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება გაყიდვების გუნდს.

ლოკაცია: თბილისი, ვაჟა ფშაველა, დავით თავხელიძის 1ა
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 9:30 - 18:30
ანაზღაურება: საბაზისო (შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების გაყიდვების სტრატეგიის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** ბაზრის პოტენციალის შეფასება და კონკურენტების კვლევა;
** მომხმარებლების კვლევა, სეგმენტაცია, ახალი მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიცირება;
** ბიზნესის განვითარების პოტენციალის შეფასებაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტების, პროდუქტების, სერვისების ფასწარმოქმნა, მარჟიანობის უზრუნველყოფა ჰოლდინგში შემავალი კომპანიების რელევანტურ ორგანიზაციულ ერთეულებთან ერთად;
** ჰოლდინგის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** "ფორკასტინგსა" და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** დამკვეთებთან, მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციური დამკვეთების, მომხმარებლების ბაზების წარმოება;

პოზიციისთვის სავალდებულო მოთხოვნები:

კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სამშენებლო სფეროში/დეველოპერული გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)

სასურველია:

უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან/და მომიჯნავე მიმართულებით.

სავალდებულო მოთხოვნები:

უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: cv@decoline.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

შპს "დი ელ გრუპის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "დი ელ გრუპი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს "დი ელ გრუპმა" თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს "დი ელ გრუპი" შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს და ჰოლდინგში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე