Робота для біженців з України
პერიმეტრის დამცავი ბადის მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერიმეტრის დამცავი ბადის მემონტაჟე
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
** განუსაზღვრელ სურვილს, გამოუცდელობის შემთხვევაში გასწავლოთ და უმოკლეს ვადაში გახდეთ მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი;
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off -ს;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** Fitpass - ით სარგებლობის შესაძლებლობას;

სამშენებლო კომპანია "ადლი" - ში ვიწვევთ: ენერგიულ, მოტივირებულ გუნდის წევრებს: პერიმეტრის დამცავი ბადის მემონტაჟეს პოზიციაზე სამუშაოდ.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** პერიმეტრის დამცავი ბადის, ხარაჩოსა და მოაჯირის მონტაჟ - დემონტაჟზე მუშაობა;
** ფენილის მონტაჟ - დემონტაჟზე მუშაობა;
** შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა სავალდებულოა არ გქონდეთ სიმაღლის შიში;
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა; (სავალდებულოა)
** შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** სიახლეების მარტივად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ვაკანსია ითვალისწინებს მეექვსე დღეს ზეგანაკვეთურად მუშაობას, რომელიც ანაზღაურდება დამატებით)
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ცვლადი (განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ან უბრალოდ მოგვწეროთ დაინტერესების შესახებ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "პერიმეტრის დამცავი ბადის მემონტაჟე" (დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ მოგვმართოთ საკონტაქტო ნომერზე: 598 25 55 93)

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 03 იანვარი, 2025 წ.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე.

დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია "ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე